საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართლის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად

ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის მიერ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის, მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებთან და ბილეფელდის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტთან ერთად აცხადებს კონკურსს საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართლის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად!

 

საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართლის სკოლის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მესამე/მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართლის სალექციო კურსი ქართველ და გერმანელ პროფესორებთან/ექსპერტებთან.

 

მონაწილეები შეირჩევიან კონკურსის წესით და ყველა ხარჯი დაფინანსდება ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის მიერ. მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/sZk2h7k8JWTcPzL29

 

საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართლის სკოლის სამუშაო ენაა ქართული და ინგლისური. მონაწილეს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2/1 დონეზე. წარმოსადგენი დოკუმენტაცია სრულად იხილეთ სარეგისტრაციო ბმულზე.

 

მონაწილეების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად:

1) წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე შეირჩევიან საუკეთესო კანდიდატები;

2) საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებს 2024 წლის თებერვლის ბოლოს ჩაუტარდებათ გასაუბრება კომისიის წინაშე ინგლისურ ენაზე დისტანციური საკონფერენციო სერვისის Zoom-ის მეშვეობით.

 

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 16 საუკეთესო სტუდენტი საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართლის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

 

საკონკურსო განაცხადის მიღების პერიოდი: 12.02.2024-26.02.2024

 

საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართლის სკოლის ჩატარების ადგილი: ბორჯომი (სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“), საქართველო

 

საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართლის სკოლის წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები!

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: vwiclproject@gmail.com

თარიღი: 13/02/2024